20:55 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 11:14:16, 7677 ნახვა

კულტურა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

თბილისის პირველი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ჩატარდა. ოთხ დღიანმა გამოფენა-გაყიდვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი გააერთიანა.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო ისეთი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი. მთავარმა დარბაზმა ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლა, ხოლო 'სახელოსნოს' სპეციფიკურმა ფორმატმა - The Hive  თიბისი სტატუსის პარტნიორობით დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს ნამუშევრების გამოფენის საშულება მისცა.

გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეამ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენა წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში კაპას 11 ნამუშევარი სერიიდან „მოგზაურობა საქართველოში, 1947" და თიკანაძის 50-იანი წლების საქართველოს ამსახველი 25 ნამუშევარი იყო გამოფენილი.

ბაზრობის ფარგლებში გამოფენების გარდა ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ასევე, პარალელური ღონისძიებები ჩატარდა.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ყოველწლიური  სახე მიეცემა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

TAF-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics