20:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 16:07:44, 450 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ქართული ჯარი ნადგურდება

„თავდაცვის სამინისტროს გეგმაზომიერი ნგრევა, ქართული ჯარის განადგურება ხდება. ნადგურდება კონტრდაზვერვაც“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა. 
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროდან საუკეთესო კადრები იდევნებიან. 
"იანუკოვიჩმა გააუქმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმი და ისე, როგორც გააოხრა და გაანადგურა თავდაცვითი მექანიზმები და კონტრდაზვერვა, მთლიანად შიგნიდან გააუქმა. დაახლოებით იგივე პროცესი მიდის საქართველოში. თავდაცვის სამინისტროს გეგმაზომიერი ნგრევა, ქართული ჯარის განადგურება ხდება. ნადგურდება კონტრდაზვერვაც. საუკეთესო კადრები კი იდევნებიან. წელს აღლუმი არ არის და ეს იყოს ბოლო წელი, როცა დროებით ჩვენი დამპყრობლის მიერ ხელდასმურმა კადრებმა უარი უთხრა მოსახელობას ეროვნული ღირსების დემონსტრირებაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics