04:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 19:57:42, 335 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)  გენერალურმა დირექტორმა  ფრენსის გარიმ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის  მთავარი პრიორიტეტია, რომლის  დაცვაც  წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელმაც Microsoft–თან  სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო -ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხობასა და დაცულობას ნიშნავს.

მხარეებმა  საქართველოს მთავრობასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის–„საქპატენტი“  თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე დაესწრო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics