19:40 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 12:34:09, 324 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ისმო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ დირექტორს, ფრენსის გარის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასების და კომერციალიზაციის საკითხებზე. ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ინოვაციური Startup-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. 

„ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში. ისმო-ს გენერალური დირექტორი გაეცნო საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების  აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით, რაც წარმოადგენს DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს  მიერ აღებულ ვალდებულებას. მის შესრულებაში „საქპატენტის“ როლი მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შეხვედრას ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და მიხეილ ჯანელიძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე დაესწრო.

ცნობისთვის, გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისმო-ს მხარდაჭერით ინტელექტულური საკუთრების სტრატრატიგიის შემუშავებას, საინოვაციო საქმიანობის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაში ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წიანაპირობაა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება და ის 188 ქევრ-ქვეყანას აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების ისეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელიც იქნება დაბალანსებული, ეფექტიანი და ხელს შეწყობს ინოვაციების და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა-განვითარებას.  აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics