04:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 15:10:21, 465 ნახვა

პოლიტიკა
„ვისოლ ჯგუფმა“ წყნეთში სუპერმარკეტი „სმარტი“ და „დანკინ დონატსის“ რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა“ წყნეთში ყველაზე დიდი  სუპერმარკეტი „სმარტი“ და დანკინ დონატსის“ რესტორანი გახსნა. 
28 მაისიდან  8 ივნისამდე  ადგილობრივ მომხარებელს  „სმარტში“  ყველა პროდუქტზე 10%-იანი ფასდაკლება ელის,   „დანკინ დონატსის“ პირველი ასი მომხმარებელი  კი უფასო დონატს მიიღებს. 
„ვისოლ ჯგუფის“  ახალ ობიექტზე 70-მდე  ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. 
„ვისოლ ჯგუფის“  შვილობილი  კომპანიების ქსელის განვითარება ახალ ფაზაში შედის. წყნეთში  „სმარტისა“  და „დანკინ დონატსის“ ობიექტები  გამოირჩევა თავისი ერგონომიკით და თითოეული დეტალი მომხმარებელს  კიდევ ერთხელ არწმუნებს, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიტყვა ხარისხი. 
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, მომსახურების ხარისხის  უზრუნველყოფისთვის „სმარტი“ 24 საათი იმუშავებს. 
„მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის  „სმარტი“  24 საათი იმუშავებს  და ერთ სივრცეში  განთავსებული სუპერმარკეტი  პირველადი მოხმარების პროდუქტებით, მზა კერძებით, ყოველდღიურად ახალი ხორცით, პურ- ფუნთუშეულით, საკონდიტრო ნაწარმითა და  ექსკლუზიური ევროპული პროდუქტებით, მსოფლიოში ცნობილ  „დანკინ დონატსის“ ყავის პროდუქტებთან, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებულ და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით  გამორჩეულ სენდვიჩებთან და 28 სახეობის დონატებთან ერთად, მომხმარებელს  ახალ ობიექტზე სტუმრობას სასიამოვნო  გამოცდილებად უქცევს“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ. 
 ამასთან,  წყნეთის „დანკინ დონატსის“  რესტორანში განთავსდა „ვენდის“ კიდევ ერთი „Frosty Corner”,-ი, სადაც სხვადასხვა არომატისა და ინგრედიენტების გამოყენებით  შექმნილი 25-ზე მეტი სახეობის ნაყინი, შეიკები და ნაყინზე დამზადებული პროდუქტებია წარმოდგენილი. 
 „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით.
 შეგახსენებთ, „ვისოლ  ჯგუფმა“  „სმარტის“ ქსელის განვითარება  2010 წელს დაიწყო.  „სმარტის“ სუპერმარკეტები  დღესდღეობით წარმატებით  ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში,ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების  უმსხვილეს  ოპერატორთან „დანკინ დონატსთან“  ფრანჩაიზინგის  ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.
წყნეთის ობიექტი  „დანკინ დონატსი“  უკვე მეხუთე რესტორანია, რომელიც მოკლე დროში ყველასთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა.
„ვისოლ ჯგუფი“  2015 წლის  ბოლომდე საქართველოში  15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.
„დანკინ დონატსის“ გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics