20:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:19:48, 313 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა  2 კვირით, დღის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს. 

„2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics