00:37 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 20:07:05, 377 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხვალ, პრესკონფერენცია გაიმართება სლოგანით „შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ, 14:00 საათზე ,,თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღის“  აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით „შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა“.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინიციატივა კამპანია თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვებისათვის ევრაზიის რეგიონის დირექტორი. ასევე, სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეკონფერენციაზე ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: თამბაქოს კონტროლის სფეროში უკანასკნელი წლების პროგრესის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ფისკალური პოლიტიკა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლი - მიზნები და მიერთების მნიშვნელობა, ცენტრის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები თამბაქოს კონტროლის დარგში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ყოველწლიურად, 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  და მისი პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს (WNTD).  ამით  ხაზს უსვამენ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს და მოუწოდებენ სახელმწიფოებს თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ეფექტური პოლიტიკის დანერგვისკენ.

2015 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო მსოლფიო დღე ეძღვნება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას და მოუწოდებს ქვეყნებს გაერთიანდნენ თამბქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხში.

კვლევებით, მათ შორის გლობალური საბაჟოს საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფომაციით, მსოფლიოში ყოველი მოხმარებული 10-დან 1 ღერი თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საგანია. Eევროპის კომისიის შეფასებით, თამბაქოს უკანანო ვაჭრობით დაკარგული გადასახადი და საბაჟო შემოსავალი ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო უჯდება.

„თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანს კლავს, მათ შორის 600 000-ზე მეტი არის არამწეველი, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის შესუნთქვის შედეგად იღუპებიან.  თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება, ეპიდემია 2030 წლისთვის ყოვეწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ვარაუდობენ, რომ ამ თავიდან აცილებადი სიკვდილის შემთხვევებიდან 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტში.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ჯანმრთელობაზე   მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანახოს საზოგადოებას თუ რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა ჯანდაცვის და თამბაქოს კონტროლის პროგრამების ეფექტზე, თამბაქოს ნაწარმზე ფასებისა და გადასახადების ზრდის და სიგარეტის კოლოფებზე სამედიცინო გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების დატანის პოლიტიკაზე. აჩვენოს, რომ თამბაქოს ინდუსტრია ხშირად ჩართულია ასევე თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობაში. ხაზი გაუსვას იმას, რომ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის უზარმაზარი შემოსავალის წყაროა ორგანიზებული კრიმინალური აქტივობების, მათ შორი ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის. ხელი შეუწყოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის რატიფიკაციას და მის ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ყველა მხარისათვის; ასევე მის ძალაში შესვლას ყველა რელევანტური მხარის ჩართვით.  G

თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის და უბიძგებს ახალგაზრდებს თამბაქოს მოხმარებისკენ. უკანონო ვაჭრობით გადასახადები მთავრობის ნაცვლად, რომელსაც შეეძლო ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებში დაეხარჯა, კრიმინალების ხელში გადადის. უკანონო ვაჭრობა აძლიერებს  კორუფციას და  ასუსტებს მართვის კარგ სისტემას. თამბაქოს კომპანიები იყენებენ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში არსებულ ყველა შესაძლო ხარვეზს და ხელს უწყობენ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics