03:42 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:32:19, 424 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: მთელი საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარესაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ე.წ.  სამხრეთ ოსეთის  რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე განცხადებაც კი საფრთხის შემცველია, თუმცა ასეთი ტიპის განცხადებები წლებია კეთდება და რეალურად არაფერი შეცვლილა.
ამის შესახებ  ზაქარეიშვილმა .წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც,  სამხრეთ ოსეთი მზადაა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. 
მისივე მტკიცებით, საერთაშორისო სამართალი საქართველოს მხარესაა.
"რაც შეეხება გაერთიანებას, განცხადებაც კი საფრთხის შემცველია, მაგრამ გარდა განცხადებისა, არაფერი არ კეთდება. 99 წელს ჩატარდა ე.წ. უკანონო რეფერენდუმი, მიღებულია გადაწყვეტილება გაერთიანებაზე. მას შემდეგ წელი არ გავა, თვე არ გავა, კვირა არ გავა,  რომ ამაზე საუბარი არ იყოს. ისევ ვამბობთ, ის არის ოკუპაციის ნაწილი, საუბარიც კი ოკუპაციის ნაწილია. ჯერჯერობით საქმე საქმეზე არ მისულა, მაგრამ როგორც კი ამ ტიპის ნაბიჯები იდგმება, მთელი საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს მხარესაა.ყველა რეაგირება, ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის რეაგირებული სერთაშორისო სამართლიდან ძალიან მკაფიოდ და ცალსახად. სხვა საკითხია, რომ არაფერი არ ხდება, რაც ხდებოდა 10-15 წლის უკან, ზუსტად იმავე ტერმინებით,  იმავე  ფრაზებით ხდება გადმომღერება. აშკარაა,  რომ განცხადებების და სიტყვების შემდეგ ჯერჯერობით საქმე არ წასულა. ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics