09:18 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 16:23:06, 580 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმრო „რედისონში“ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა

სასტუმრო „რედისონში“ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართულ საბჭოზე კორუფციის პრევენცირებისათვის შემოღებული ახალი კანონების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის მთავარი თემა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იყო.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ დეკლარაციების მონიტორინგის ახალ ელექტრონულ პროგრამაზე და მათი გადამოწმების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიურო საჯარო პირებისგან საბანკო ანგარიშების წარდგენასთან ერთად მათი ოჯახის წევრების შესახებ პირად ინფორმაციასაც მოითხოვს, რომელიც ხილული მხოლოდ ბიუროს თანამშრომლებისთვის იქნება.

საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბიურო დადებითად ან უარყოფითად შეაფასებს დეკლარაციას. უარყოფითი შეფასების შედეგად საჯარო პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა.

აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი თანამდებობის პირთა ქონების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მალე გამოჩნდება სპეციალური ღილაკი, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება ამხილოს საჯარო პირი სხვადასხვა სახის დანაშაულში, თავად კი ინკოგნიტოდ დარჩენას შეძლებს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics