00:09 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 14:39:14, 782 ნახვა

სპორტი
გია ნოდია: ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი

ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ნოდია ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება თუმცა, მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხი სასამართლოს საქმე არ იყო.

„არაპოპულარული პოსტი უნდა დავწერო. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა კავშირი სახელმწიფომ ქორწინებად აღიაროს - როგორც ეს აშშ უზენაესმა სასამართლომ გააკეთა. არა მარტო საწინააღმდეგო არა მაქვს, არამედ მივესალმები კიდეც, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს კიდევ უფრო დაამკვიდრებს იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი.

მაგრამ, ჩემი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს საქმე არ იყო, იმიტომ რომ პრობლემა პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ის მდგომარეობს იმაში, რას დავარქვათ „ქორწინება“. ეს საზოგადოების გადასაწყვეტი საქმეა: ოჯახი საზოგადოებრივი ინსსტიტუტია, მის რაობას საზოგადოება ადგენს. თუ ამის იურიდიული დაფიქსირებაა საჭირო, ეს უნდა გააკეთონ ხალხის წარმომადგენლება, ანუ პარლამენტმა, ამერიკაში - კონგრესმა. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ პრობლემის გადაჭრა არის, ფაქტობრივად, უზურპაცია.

ამერიკაში უკვე დიდი ხანია, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემწყნარებელია ჰომოსექსუალური კავშირების მიმართ. უმრავლესობა დიდხანს არ თანხმდებოდა მხოლოდ იმას, ამ კავშირისთვის „ქორწინება“ დაერქვა, თუმცა ამ აზრითაც ბოლო ათწლეულში შემობრუნება მოხდა: ამერიკელების უმრავლესობა ამაზეც თანახმა იყო. ასე რომ, ამ საკითხის გადაწყვეტა ნორმალური დემოკრატიული პროცედურებითაც შეიძლებოდა. მაგრამ ის, რომ მოყოყმანე მოსამართლე კენედის პირადი გადაწყვეტილებით დგინდება, რას ნიშნავს „ქორწინება“, სწორი არ მგონია.

უზენაესი სასამართლოს ზედმეტი პოლიტიკური აქტივიზმი ამერიკული დემოკრატიის აქილევსის ქუსლია. ჩვენშიც შეიქმნა ამის მაგალითი: ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების ზომის თაობაზე. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა საარჩევნო სისტემის მომხრე ვარ თუ არა ვარ: ესეც პოლიტიკური საკითხია, ამიტომ ის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და არა სასამართლომ. დემოკრატია არ არის იურისტოკრატია“, - წერს გია ნოდია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics