05:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 11:09:55, 536 ნახვა

სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის რაიონულ ცენტრ გოლამ ალი-ში გუბერნატორის რეზიდენციაში გაიმართა.

43-ე ბატალიონის უფროსმა და ბაგრამის გუბერნატორმა ოპერაციის რაიონში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს. ბაგრამის რაიონის ხელმძღვანელობამ მოსახლეობასთან და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან ქართული დანაყოფების ურთიერთობებიც შეაფასა.

შეხვედრის დროს გუბერნატორმა ქადუსმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი  და ბაგრამის რაიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა. 

43-ე ბატალიონის მეთაურობა ოპერაციის რაიონში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ინტენსიურად თანამშრომლობს.  ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის შეხვედრების ორგანიზება პერიოდულად ხდება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics