22:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 13:23:26, 629 ნახვა

სამართალი
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 79 დევნილის საქმე პროკურატურას გადაუგზავნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 79 დევნილის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროში მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია  -  ასეთი სულ  23 ოჯახია. 

ამ ოჯახებს,   სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრებთან ერთად ,   ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ, მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის  30  დეკემბრის ამინისტია. 

„კომისიამ განიხილ არ.ქ.-ს საქმე,  რომელმაც  2004 წელსა.კ.-ს სახელით აიღო აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი და თბილისში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ფართი, რომელიც   2012 წლის  11 სექტემბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს.

 2015  წლის მარტში კი ვინმ ერ. ქ.-მ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვაა. კ.-ს სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების მის სახელზე გადაფორმება იმ მოტივით, რომ ა. კ. და რ.ქ. ერთი და იგივე პიროვნება იყო.

კომისიამ ასევე იმსჯელა ერთ შემთხვევაში იმ დევნილთა შესახებ,  რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ.  მეორე შემთხვევაში კი დაკანონებული და კომპენსირებულია 48 ოჯახი,  თუმცა,  ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული.

აფხაზეთიდან დევნილი ჯ.მ. -ს დევნილის სტატუსი  1996 წლის  21   აპრილს მიენიჭა. ის სასტუმრო ,,ივერიადანაა“  გამოსახლებული და მიღებული აქვს კომპენსაცია - 7000 (შვიდიათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ამჟამად,  ჯ.მ.    ოჯახთან ერთად დევნილად  რეგისტრირებულია ქ. თბილისში და მას  საცხოვრებელი ფართი   2012  წლის  31  ოქტომბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს.  აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას, ერთ შემთხვევაში მიღებული აქვს კომპენსაცია სასტუმრო  ,,ივერიადან“, ხოლო მეორე შემთხვევაში,  დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა,  აღნიშნული შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ეს საქმეები მოკვლევისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და აუდიტის დეპარტამნეტთან აქტიური ურთიერთანამშრომლობის შედეგად,   დააკავა მოქალაქე რამაზ არონია.

მოქალაქე რამაზ არონია, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილია, თაღლითური გზით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლის შეძენის პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით მოქალაქე ლ.ქ.-ს  2 000 ლარს სძალავდა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, რომ არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ დაპირებებს და აფრთხილებს, რომ მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისიაა უფლებამოსილი ორგანო,  რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს.  კომისიის მუშაობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა მედიისთვისაც“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics