2015-07-01 15:45:49, 637 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში 350 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ განხილვას დაესწრო. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს დაგეგმილია 23 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. 322 პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული და 5 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდნენ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|