06:03 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 15:32:43, 463 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა

მომხმარებლების „სეტ-ტოპ-ბოქსებით“ შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა საბანკო სექტორის, მსხვილი სავაჭრო ობიექტებისა და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული სიგნალის სპეციალური მიმღები მოწყობილობების - ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსების“ ლოგისტიკისა და დისტრიბუციის საკითხებზე და ასევე აპარატურის შესაძენად საქართველოს ბანკების მხრიდან მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის დროულად გადაწყვეტის მზაობა  გამოთქვა, რის თაობაზეც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მიეწოდება სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სადისტრიბუციო ქსელებს „სეთ-თოფ-ბოქსების“ საკმარისი მარაგი გააჩნიათ და დეფიციტი ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.

შეხვედრაზე განხილული და შეჯამებული იქნა ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველი დღის შედეგები და აღინიშნა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში განლაგებულ სადისტრიბუციო ქსელებს, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს, სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ჰქონიათ. დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ რიგები, რომელიც განპირობებული იყო „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენისას მოსახლეობის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე.

„აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე, შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი და ხაშური. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვთხოვთ, დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეთ–თოფ–ბოქსების“ შეძენა“, - აცხადებენ სამინისტროში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics