23:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:18:28, 664 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი-მოსკოვის ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ  „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი). 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics