08:46 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:30:31, 581 ნახვა

საზოგადოება
ფერმერებს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ეკონომიკურ სარგებელზე ინფორმაცია მიაწოდეს

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან შეხვედრა გამართეს. თამარ მედულაშვილმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა. ანა საბახრატიშვილმა კი, კოოპერატივების შექმნაზე, მათი განვითარებისთვის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამაზე (ENPARD) გააკეთა აქცენტი.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics