09:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 17:49:40, 354 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი კანადაში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატიას აქვეყნებს

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე წამყვან კანადურ გამოცემაში „Business and International Canada“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა გააჩნია, რომელიც უცხოელ ინვესტორს სტაბილურ, უსაფრთხო, გამჭირვალე და კორუფციისგან თავისუფალ პირობებს სთავაზობს.

ლაცაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველო-კანადის ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებზე ამახვილებს, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დადებითი დინამიკით გამოირჩვა. ის ასევე ხაზს უსვამს კანადელი ინვესტორების ინტერესს მევენახეობისა და სოფლის მეურნების მიმართულებით.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ველით კანადასთან უცხოური ინვესტიციების განვითარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წინასწარი მოლაპარაკების დაწყებას“- წერს საქართველოს ელჩი.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics