21:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 17:52:02, 303 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე სწავლობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა და  არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა.

ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 2 ივლისს ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საბერძნეთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და იმ პრობლემებზე, რაც კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად წამოჭრა საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ შეზღუდვები.  ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში შეიქმნა, ახლო მომავალში დაიძლევა და  საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, საბერძნეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარება, მხარეთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა.

გეორგიოს ციპრასმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისათვის. მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ასევე, განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან, ქვეყანაში არსებული საბანკო კრიზისი განიმუხტება.

2 ივლისს ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა საბერძნეთში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე ქ. სალონიკშიც გაემგზავრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics