00:35 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 13:54:25, 580 ნახვა

ეკონომიკა
დაუბეგრავი მინიმუმის სახით 122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა

დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარიმართა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 3 ივლისის მონაცემებით, ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის ბაზაში დარეგისტრირდა, კუთვნილი თანხა უკვე დაუბრუნდა.  შესაბამისად, საქართველოს 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო ჯამში ჩაერიცხა 122 960 752 ლარი. 

ამასთან, დღეიდან 30 სექტემბრის (დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღე) ჩათვლით  რეგისტრირებული ელექტრონული დეკლარაციების მიხედვით, მოსარგებლე პირს თანხა დეკლარაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში დაუბრუნდება.

„დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხის  დაბრუნება საგადასახადო კანონმდებლობით დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის შემდეგ არის  გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ იქნა თანხის მიმღები მოქალაქეების სოციალური სტატუსი, მათ კუთვნილი თანხა უმოკლეს ვადაში მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ  თანხის სწრაფი და ეფექტური გაცემა განხორციელდა სპეციალური გეგმის მიხედვით და მას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. მეტიც,  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით შესრულებულია გადაჭარბებით. 

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი - და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. 

ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებაც“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics