03:18 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 16:23:29, 616 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი N3 დაწესებულების მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მსჯავრდებულთა  კვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და N1 პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.
ექიმ-კონსულტანტებმა  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ  ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს.   ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწიათ: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები, ღვიძლის ელასტოგრაფია.
დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი. რომლის მედიკამენტებით აღჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.
უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების პარალელურად პრევენციული გამოკვლევები N15 დაწესებულებაშიც ჩატარდა და ივლისის განმავლობაში მსჯავრდებულები სრულად იქნებიან გამოკვლეულები.
ცნობისთვის,  აღნიშნული გამოკვლევები უკვე ჩატარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N5, N8, N11, N17  დაწესებულებებში. 
სამედიცინო პროფილაქტიკური  გამოკვლევები წლის ბოლომდე გაგრძელდება და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics