10:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 12:29:16, 323 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს

„პარლამენტი ხალხის მიერ არჩეულია და მოსახლეობას ყოველდღიური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ აქ განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო შეხვედრის დასაწყისში განუცხადა. 

მისივე თქმით, პარლამენტში, არჩევნებამდე,  სერიოზული ღონისძიებები იქნება გატარებული. 

არჩევნებამდე შორია, მაგრამ უკვე გპირდებით, რომ პარლამენტში სერიოზული ღონისძიებები იქნება გატარებული იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს უფრო ღია და ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. კონცეფცია აქ არის მარტივი. პარლამენტი არჩეული ხალხის მიერ და მას უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ყველა იმ საკითხზე რაც პარლამენტში იხილება. ეს კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი, რათა  ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ, რა გადავწყვიტეთ, ეს უნდა იყოს ორმხირივი, მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველდღიური შესაძლებლობა,  რომ განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სამოქალაქო სექტორი და დეპუტატები, მუშაობენ ამ თემაზე. დღევანდელ სხდომაზე 18 საპროექტო მონახაზი იხილება და იმედი მაქვს,  რომ დღეს მუშაობა დასრულდება შემდეგი წელიწადნახევრის მანძილზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.  ხშირად არის ჩივილი, რომ კომიტეტის სხდომაზე უცებ ჩნდება საკითხი, რომელიც წინასწარ არ იყო დღის წესრიგში და დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა საშუალება  ამ თემას გაცნობოდა. ერთის მხრივ, ეს გარდაუვალია რადგან ცხოვრება დინამიურია და შეიძლება ეს თემა გუშინ გაჩნდა, მაგრამ მეორეს მხრივ ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ ამ ტიპის ნოვაციებით. დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივა და მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი პარლამენტი გახდება მართლა ჩვენი, კიდევ უფრო ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, ყველასი, ვისაც ეს ორგანო ეკუთვნის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics