01:26 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 16:54:58, 394 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად უნდა ჩაერიონ

„მე მათ ვთხოვდი, რომ პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად ჩაერიონ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე უკრაინის მთავრობისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ოდესაში უფასოდ დასვენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ქართველი ბავშვები უკრაინაში უნდა ჩადიოდნენ, უკრაინელები კი, საქართველოში, თუმცა, ამაში პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ.

“უკრაინის მთავრობის გარკვეული ნაწილი არ კმაყოფლდება იმით, რომ საქართველოს პარლამენტის გარკვეული ნაწილი მიჰყავს უკრაინაში, ნოტაციებს უკითხავს და ამეცადინებს - ალბათ დაფასთან, ზოგი შეიძლება კუთხეშიც დააყენოს. ახლა გადაწყვიტეს, რომ ბავშვები წაიყვანონ. მე მათ ვთხოვდი, რომ პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად ჩაერიონ და ეს მიანდონ მათ, ვისაც ეს ევალება. ქართველი ბავშვები უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინელი ბავშვები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენ, პოლიტიკოსები ნაკლებად უნდა ვერეოდეთ ამაში. თამაშს, თითქოს უკრაინის ზოგიერთი მოქალაქე და გუბერნიის ზოგიერთი ხელმძღვანელი ბავშვებზე ზრუნავს... მას შეიძლია ჩაიყვანოს პარლამენტის თავისი წევრები, რაც ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ამეცადინოს რაშიც გაუხარდება”, - აღნიშნა საგანელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics