22:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 19:05:52, 647 ნახვა

ეკონომიკა
ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა:

სააგენტოს მიერ მიმდინარეობს სახელმწიფოს  მართვაში არსებული, იმ საწარმოების  ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და ოპტიმიზაციის პროცესი, რომლებიც არ ფუნქციონირებენ ან არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მართვაშია – 243 საწარმო, აქედან  ეკონომიკურ საქმიანობას მხოლოდ 68 საწარმო ეწევა, 24 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება. ამასთან, სააგენტო ახორციელებს იმ საწარმოთა (75 საწარმო) სრული ფინანსური და ქონებრივი სახის ინფორმაციის მოპოვებას, რაზეც საუბარი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნაში.

სახელმწიფო საწარმოებს მხოლოდ სააგენტოს თანხმობით შეუძლიათ  განახორციელონ მათ ბალანსზე რიცხული, გარკვეულ ოდენობაზე მეტი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა, სარგებლობის უფლებით გაცემა, რეალიზაცია. აღნიშნული კი, რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N1-1/1732 ბრძანებით  „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“.   საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით (www.e-acution.ge), ხოლო საწარმოს მიერ განხორციელებული  5000 ლარს ზევით ღირებულების მომსახურების შესყიდვა - ელექტრონული ტენდერის გზით. საწარმოების მიერ განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს ვებ–გვერდზე www.spa.gov.ge.– ზე.

სააგენტო გეგმავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მმართველი რგოლისთვის ანტიკორუფციულ საკითხებზე ტრენინგების ორგანიზებას. ამასთან, სახელმწიფო საწარმოებს შიდა ნორმატიული აქტებით დამტკიცებულ შინაგანაწესში განსაზღვრული აქვთ თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები, ქცევის ნორმები, სადაც გათვალისწინებულია ეთიკის მარეგულირებელი წესები.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 10 უმსხვილესი კომპანიისაგან სააგენტომ მოითხოვა წლიური ანგარიშების გამოქვეყნება მათსავე ვებ გვერდებზე. ასევე, ამ საწარმოებს დაევალათ აღნიშნული ანგარიშების სააგენტოსთვის მიწოდება ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.nasp.gov.ge –ზე განსათავსებლად. ამასთან, მსხვილი სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობას გააჩნიათ ოფიციალური ვებ–გვერდები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო  გასცემს საჯარო ინფორმაციას სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის თაობაზე.

სააგენტოს ინიციატივით, რამდენიმე საწარმოს შემთხვევაში დირექტორი კონკურსის წესით იქნა  დანიშნული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო პარტნიორის უფლებამოსილების გამოყენებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საწარმოთა დირექტორებს, ხოლო დირექტორების კანდიდატურის შეთანხმება ხდება შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics