10:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 11:57:08, 683 ნახვა

ეკონომიკა
“ვისოლის” ქსელში საწვავი კიდევ 5 თეთრით იაფდება

ხვალიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასს კიდევ 5 თეთრით ამცირებს.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით „ვისოლი“ ფასებს უკვე მეთერთმეტედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 50-თეთრამდე დაიკლო.

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი კიდევ 5 თეთრით შევამციროთ.  თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად  აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics