09:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 10:46:32, 1089 ნახვა

მსოფლიო
NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა

NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა „დედამიწა 2.0“ აღმოაჩინა.

ტელესკოპ Kepler-ის მეშვეობით აღმოჩენილი პლანეტის დიამეტრი დედამიწისაზე 60%-ით დიდია.

მეცნიერების განცხადებით, პლანეტა სახელად Kepler-452b ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას, ვიდრე მისი აქამდე აღმოჩენილი სხვა ანალოგები. პლანეტაზე წელიწადი თითქმის დედამიწის წელიწადს უტოლდება.

Kepler 452b დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავი Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდ-ნახევარი წლით აღემატება.

პროექტ Kepler-ის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონ ჯენკინსის განცხადებით, პლანეტის ზომა და მისი დაშორება ვარსკვლავისგან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასზე პოტენციურად შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. მისი თქმით, Kepler 452b დედამიწის „დიდი ბიძაშვილია“.

კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მეშვეობით ექსოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. მოცემულ მომენტში მეცნიერები დაახლოებით 500 ციურ სხეულს, სავარაუდო პლანეტებს აკვირდებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics