20:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 18:14:24, 645 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში ახალი საბავშვო ბაღები შენდება

2015 წლის ბოლოს ქობულეთში რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დაწესებულებები  ბევრ სოფელში საერთოდ არ არსებობდა. საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ ხუცუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულება 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი დაიხარჯება.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ქობულეთშიც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 90 აღსაზრდელზე გათვლილი ორ სართულიანი ნაგებობის მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია. ბაღის შენობა სექტემბრის ბოლოს ჩაბარდება, სკოლამდელი ასაკის პირველ ნაკადს კი ახალი წლიდან მიიღებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 397 000 ლარია  გამოყოფილი.

ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის ბაღები შშმ პირებზეც იქნება ადაპტირებული, შენობას გაუკეთდა პანდუსები და ფართე შესასვლელები.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics