03:17 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 16:21:39, 365 ნახვა

პოლიტიკა
დავით ებრალიძე საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო დავით ებრალიძეს ყოფილმა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა წარუდგინა.

ფრანგ დიპლომატს დამთავრებული აქვს საჰაერო ძალების აკადემია და ომის კოლეჯი. ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო 2012 წლიდან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში მსახურობდა.

მინისტრის მოადგილემ ახალ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. დავით ებრალიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს.

დავით ებრალიძემ ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics