00:02 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 13:02:30, 586 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე თბილისიდან დასასვენებლად ჩასულ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.

პატარა მოჭადრაკესთან მთავრობის თავმჯდომარემ შაშის პარტია ითამაშა. ასპარეზობა სტუმრის გამარჯვებით დასრულდა და მომავალი შეხვედრისას ჭადრაკის პარტიის თამაშის სურვილიც გამოითქვა.

19 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე განისაზღვრება 13 მშობელთან ერთად უკვე ბათუმში არიან. მოზარდების აჭარაში დასვენება/რეაბილიტაციის კურსს 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაივლიან. მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში ბანაკური ტიპის ცხოვრება მოეწყობა.

ბათუმში ჩამოსვლის პირველივე დღეს ბავშვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მოინახულეს.

ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, კონცერტებს - ბათუმის საზაფხულო თეატრში და ბათუმის მუსიკალური ცენტრში, გაისერნებენ ბათუმს ძველ და ახალ ბულვარში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს, მაჭალმთიან აჭარას, ეწვევიან გასართობ ცენტრ „ციცინათელას”.

წინასწარ განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით მოზარდები დილას გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყებენ. 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე.

ბავშვებს ჩაუტრდებათ ტრენინგ-სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების შესახებ.

ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი კვებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics