10:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 16:45:52, 483 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში  ტრენერთა გადამზადების კურსი დასრულდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაეროს-ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს და ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.  მთავარი საკანონმდებლო სიახლე ეხება 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნას.

ტრენერთა გადამზადების კურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 40-მდე სხვადასხვა უწყების თანამშრომელმა მიიღო, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს, სპეციალურ მიდგომებს და სტანდარტებს. მსმენელებმა გაანალიზეს ის თავისებურებები, რაც განასხვავებს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან; მათ უკვე შეუძლიათ შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

ასევე, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, სადაც მათ შეისწავლეს ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და მსოფლიოში არსებული სტანდარტები ტრენინგის ჩატარების კუთხით. ბოლო დღე მთლიანად პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო, რითაც მონაწილეებმა შეძლეს გაეუმჯობესებინათ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვისა და მოდერაციისთვის საჭირო უნარები.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ევროკავშირის პროექტის −  „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი, უცხოელი და ქართველი ექსპერტები.

სასწავლო კურსი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იუსტიციის სასწავლო ცენტრში, 2015 წლის 16 ივლისიდან - 31 ივლისის ჩათვლით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics