07:55 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 17:52:27, 824 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიზანშეუწონლად მიაჩნიათ  საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა.

ასევე მიიჩნევენ, რომ   კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე.

 შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ხელმოსაწერად წარმოდგენილი სახით მიღებას და შემდგომში ამოქმედებას.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე    I

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე  II




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics