20:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 15:43:39, 605 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა

აჭარაში ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა. 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  დახვდა. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს შეხვდნენ.

ჩინურმა მხარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის მიმართულებები და საინვესტიციო გარემო განიხილა. საუბარი შეეხო სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებს მომავალი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების ამუშავების შესხებ.   ასევე  ძილინისა და აჭარის რეგიონებს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების თემასაც. 

„დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. ჩვენ  ჩავერთვებით სხვადასხვა გამოფენებში, რომელიც გაიმართება  ჩინეთში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის  მიმართულებით. ვმუშაობთ ძილინის პროვინციასთან თან დამეგობრების საკითხზეც. 26 მილიონიანი პროვინციასთან თანამშრომლობა ჩვენი რეგიონისთვის ნამდვილად იქნება პერსპექტიული თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით. ვაპირებთ თანამშრომლობას სოფლლის მეურნეობის მიმართულებითაც“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს აჭარის რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.  ახლო მომავალში გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩინეთში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრებიან. აჭარა, როგორც რეგიონი,  მონაწილეობას მიიღებს  ჩინეთში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით.

„დღევანდელი შეხვედრისას საუბარი შეეხო ძილინის პროვინციასა და აჭარის რეგიონს შორის მომავალ თანამშრომლობას. ოქტომბერში საქართველოს მთავრობა გაემგზავრება  ე.წ.  „ჩინური დაოსის“ ფორუმზე, სადაც   დელეგაციაში აჭარის წარმომადგენლებიც იქნებიან.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა,  ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

ორი დღის  განმავლობაში   კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  ჩინელმა სტუმრებმა ბათუმისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბოტანიკური ბაღი, ნობელების სახლმუზეუმი. დაესწრნენ ბათუმის დელფინარიუმის შოუ პროგრამას. ღამის ბათუმის დათვალიერების შემდეგ  მოინაახულეს მოცეკვავე ფანტანების ლაზერშოუ და ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოს გაეცნენ.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics