20:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 10:13:30, 559 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა აღინიშნა

ამ დღეს ბეშუმში   3 თვით მთაში იალაღებზე ამოსული ნათესავების მოსანახულებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩასახლებული აჭარლებიც ჩამოდიან და ადგილობრივებთან ერთად ზეიმობენ.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუამთობაზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხულოს ეწვია.  

ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო დოღს და სპორტულ ღონისძიებებს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ. 

ტრადიციულად შუამთობის დღესასწაულზე ახალდაქორწინებულებს გაბედნიერება საპატიო სტუმრებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დღესასწაულზე შეკრებილ მემთეურებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ  უკვე მიიღო მთის კანონი, რომელიც მომავლი წლიდან ამოქმედდება.

"უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც დღესასწაულის დასრულების შემდეგ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ერთმანეთის გვერდით და შრომით შეიძლება სასურველი ქვეყნისთვის სასურველი  შედეგის მიღება.

 "მთავარია ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ და ვაკეთოთ  საქმე, რომელიც ჩვენს სოფელს, რეგიონს, ჩვენს ქვეყანას გამოადგება. მხოლოდ ერთად შრომით, ერთად ბრძოლით შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა და სასურველი შედეგის მიღება. მე მეამაყება, რომ ხულო აჭარის რეგიონია. "-განაცხადა არჩილ ხაბაძემ დღესასწაულის დასრულების შემდეგ.

შუამთობის დღესასწაული ხულოში   გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics