03:13 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 12:11:41, 432 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ყოფილ თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ ახალი მინისტრი კახა კახიშვილი წარუდგინა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა მოკლედ შეაჯამა პენიტენციურ სისტემაში მუშაობის პერიოდი, ისაუბრა მის მიერ დაწყებული რეფორმის მთავარ მიღწევებზე და თანამშრომლობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, არის რამდენიმე მის მიერ ინიცირებული პროექტი, მათ შორის ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების გახსნა,  რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო, თუმცა დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი ამ პროექტებს წარმატებით განახორციელებს.

ყოფილი მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში რევოლუციური ცვლილებები გატარდა. მან სინანული გამოთქვა, რომ ვერ მოასწრო ელექტრონული მონიტორინგის პროექტის განხორციელება, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი მზადაა და იმედი აქვს, ახალი მინისტრი წარმატებით განახორციელებს. გიორგი მღებრიშვილმა ასევე გაიხსენა დაპირება, რომელიც მან მსჯავრდებულ ქალებს მისცა გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი. უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ განზრახული ჰქონდა 18-22 წლამდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობა, რომელსაც ორგანიზებას ახალი მინისტრი გაუწევს.

 „მე წარმატებებს ვუსურვებ ბატონ კახის, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მე ამაყი ვარ იმით, რომ ძლიერ გუნდთან ერთად ვმუშაობდი და ჩვენ სისტემაში დავნერგეთ აბსოლუტურად ახალი ევროპული სტანდარტი, რასაც აღიარებს ყველა უცხოელი თუ ქართველი ექსპერტი. მე ჩემს ყოფილ თანამშრომლებს წარმატებას ვუსურვებ და ყოველთვის დავრჩები ამ სამინისტროს გულშემატკივრად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაწყებული რეფორმების წარმატებით დასრულების პირობა დადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალმა მინისტრმა კახა კახიშვილმა. მან წინამორბედს მადლობა გადაუხადა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სერიოზული შანსი, რომ თანამოაზრეებთან ერთად შექმნას ის ქვაკუთხედი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება.

„მთავარია, რომ შევინარჩუნოთ სისტემის სტაბილურობა, მთავარი ამოცანაა მოხდეს იმ გეგმების ბოლომდე შესრულება, რომელიც ჩვენ გვქონდა მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში.“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაწეული სამსახურისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics