04:44 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 14:05:19, 639 ნახვა

საზოგადოება
TIKA საქართველოში საქველმოქმედო პროექტებს განახორციელებს

ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს(TIKA) პრეზიდენტ სერდარ ჩამთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულს ქართველები და თურქები გუშინ ერთად ზეიმობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

TIKA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი - საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას TIKA-ს პრეზიდენტმა, საქველმოქმედო პროექტების გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics