23:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 15:17:13, 604 ნახვა

საზოგადოება
მსხვილ სავაჭრო ობიექტებში რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები აღმოჩნდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტებთან ერთად, დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულების პროცესს სავაჭრო ქსელებში გაეცნო, სადაც რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები აღმოჩნდა. 
ოთარ დანელიამ მომხმარებლებს მიმართა და  მოუწოდა მათ, კარგად დააკვირდნენ ეტიკეტის სრულ ჩამონათვალს. 
„ახალი რეგულაციები  ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.  რძისა და რძის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ რძის ყველა პროდუქტზე ვრცელდება და გამონაკლისები არ არსებობს. სამწუხაროა, რომ  აღმოვაჩინეთ რამდენიმე დარღვევა. მინდა ყველა მომხმარებელს მივმართო, -დააკვირდნენ ეტიკეტს, არ მოტყუვდნენ. რეგლამენტი ითვალისწინებს, ეტიკეტზე იყოს სრულად ის ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება შემცველობას, ჩვენ რამდენიმე ნიმუში ავიღეთ, რომელიც  ლაბორატორიაში შემოწმდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია  რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესი სრულად იყოს დაცული და მომხმარებელმა იცოდეს, რა შემადგენლობის პროდუქტს ყიდულობს.
ცნობისთვის, ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა  საქართველოს მთავრობის  დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრი“ ან „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება.
საქართველოს მთავრობის  დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“ 2015 წლის 1 აგვისტოდან შევიდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics