04:17 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 16:35:40, 471 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ მჟავანაძე: ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს მეტი ყურადღება ექცევა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე მსჯავრდებულ ქალთა შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
როგორც მჟავანაძე აცხადბე,ს  მას შემდეგ,  რაც საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა,  ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. 
„საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტივობის შედეგად, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა როლი უფრო მეტად გაძლიერდა.
ქვეყნის პირველი პირი  აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას, პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს ქალთა საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში.
მოგეხსენებათ, რომ  საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო  მსჯავრდებული  ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59  მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.

საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას.

გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიასთან ერთად ყურადღებით გაეცნობა კონკრეტულ ხედვებს, თუკი ასეთი იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა მჟავანაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics