20:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 10:19:16, 339 ნახვა

პოლიტიკა
დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე,   დროებითი საექსპერტო ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწის“  საექსპერტო ჯგუფის მუშაობის ანგარიში სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, თენგიზ ყურაშვილმა წარადგინა.  ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების უმეტესობა სამინისტრომ გაითვალისწინა.

მაგალითისათვის, დევნილ ოჯახს, რომლის განაცხადი სახლის შესყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი ფართის შერჩევისათვის ეძლეოდა 1-თვიანი ვადა, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე,  საკმარისიარ არის. გამოითქვა რეკომენდაცია, რომ  ვადა გაიზარდოს 3 თვემდე. აღნიშნული რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა.

 

უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ  თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული დევნილი ოჯახები,  საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადს შეავსებენ საქართველოს რომელიმე რეგიონში (გარდა თბილისისა)   დამატებით ენიჭებათ 2 ქულა.  „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწის“  საექსპერტო ჯგუფის მუშაობისას გამოითქვა რეკომენდაცია, რომ  მხოლოდ რეგისტრაციის ადგილი დამატებითი ქულების მიღების შესაძლებლობას არ უნდა ქმნიდეს, რადგან ეს შესაძლოა იწვევდეს რეგიონებში მცხოვრები პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.

სამინისტრომ არ გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფო პოლიტიკასთან - წახალისდეს დევნილი მოსახლეობის რეგიონებში განსახლება.

„პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის“ საექსპერტო ჯგუფის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ წარადგინა. 

ჯგუფის წევრების მიერ იდენტიფიცირდა პრივატიზაციის პროცესში არსებული ხარვეზები და მათ გამოსწორებასთან დაკავშირებით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი სამინისტროს მიერ 

გათვალისწინებულ იქნა.

მაგალითისათვის, ზოგიერთ შემთხვევაში,  საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებლის ფართობი არასწორად არის დაფიქსირებული - (მაგალითად, დევნილს საკუთრებაში მიღებული აქვს 40.00 კვ.მ.ხოლო რეალურად არის  85.00 კვ.მ.);

„ხარვეზის გამოსასწორებლად პირველ რიგში საჭიროა დაინტერესებული დევნილის მომართვა სამინისტროსადმი. რის შემდეგაც,  სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს არსებული პრობლემის  შესწავლა, აზომვითი ნახაზების შედგენა და დოკუმენტაციის მოწესრიგება. შემდგომ ეტაპზე, უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი შუამდგომლობის მომზადება, რათა განხორციელდეს მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა.

რაც შეეხება საერთო სარგებლობის ფართების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში, შემუშავდა მემორანდუმი, რომელიც სამინისტროს,   ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდება.

„პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის“  საექსპერტო ჯგუფის მუშაობის ვადა 3 თვით გახანგრძლივდება, რათა  მოხდეს პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის საბოლოო მექანიზმზე შეთანხმება.

შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისათვის, ღია და გამჭვირვალე მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, გვანცა შენგელია, შოთა რეხვიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ასევე, საექსპერტო ჯგუფების მუშაობის პროცესში ჩართულები არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, FAO-ს, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის, სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics