19:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 15:01:56, 475 ნახვა

პოლიტიკა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

თბილისის საკრებულოს სხდომა ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილისი 2015“ განხილვით დაიწყო.

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ოლიმპიურ ფესტივალზე არც ერთი ქვეყნის მერი არ იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ ეს არის თბილისის მერიის სირცხვილი.

„როგორ მოახერხეთ თბილისის მერია გამხდარიყო უავტორიტეტო. არის თუ არა ეს მერიის სირცხვილი?“, - აღნიშნა აბესაძემ.

მისმა შეფასებამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება გამოიწვია და რიმა ბერაძემ აბესაძეს უპასუხა „თქვენი სირცხვილი არის თქვენი წარსული“.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოლიმპიური ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდა.

საკრებუოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, მერის უფლება იყო ჩამოვიდოდა თუ არა ფესტივალზე.

ოლიმპიური ფესტივაელი დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამაც შეაფასა დ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე ფესტივალს კარგი შეფასება ჰქონდა.

„მთლიანობაში ღირსეულად, მაღალ დონეზე ჩატარდა, მაღალი დასწრება იყო, საერთაშორისო დონეზე კარგი გამოხმაურებები მოჰყვა. სპორტსმენებს კი, მინდა მომავალში წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ხელაიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics