09:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 15:41:15, 537 ნახვა

საზოგადოება
ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი პოზიციას ტოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის.

ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მეგობრებო, გადავდივარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვტოვებ გამართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პროფესიონალი თანამშრომლებით. ამ 3 წლის განმავლობაში ერთად ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ და ბევრი საინტერესო დღეები გავიარეთ. მადლობა ყველა მედიასაშუალებას აქტიური თანამშრომლობისათვის! მედიასთან წარმატებული ურთიერთობის კუთხით ერთი ამბავი მახსენდება, როდესაც ყველა მედიასაშუალებამ პირველ ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევის ადგილზე იყო, გარკვეულ დრომდე არ გააშუქა ის მოვლენა... ჩვენი დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველ დღე უამრავ საქმეს ვაკეთებთ, რომლებსაც ვერ ჩამოთვლი... თუმცა, არ შემიძლია არ გამოვყო ის კამპანიები, რაც ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ! პირველ რიგში გამოვყოფ ანტინარკოტიკულ კამპანიას - სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებების შემდეგ, საზოგადოებასთან ჩვენმა კომუნიკაციამ რეალური შედეგი გამოიღო და ე.წ. „ბიოს“ მოხმარება 90 პროცენტით შემცირდა. ჩვენი კამპანია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე გამოვყოფდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელმაც ასევე რეალური შედეგი გამოიღო და საგრძნობლად გაიზარდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობა... ჩვენმა დეპარტამენტმა და პირადად მე არაერთი მადლობის წერილი მივიღეთ ბატონი რიჩარდ ნორლანდისგან სხვადასხვა აქტუალური თემის გაშუქებისთვის, როგორიცაა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ბავშვთა პორნოგრაფის გამოვლენის სათანადო გაშუქება.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავებულებისთვის მასალის გავრცელების დროს სახის დაფარვა და ტექსტებში მხოლოდ ინიციალებით მოხსენიება. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი დეპარტამენტი შევქმენით ყველამ ერთად. აქ თითოეულმა თანამშრომელმა იცის თავისი ფუნქცია და იცის, როგორ უნდა აკეთოს საქმე! წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც სათავეში ჩაუდგება ამ სამსახურს! მე ყველანაირად მის გვერდში ვიდგები!“, – წერს ნინო გიორგობიანი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, ყოფილი შს  მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics