10:52 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 15:27:27, 344 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობით გერმანიაში კონფერენცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის Prowein Dusseldorf ფარგლებში, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა.  ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო ბოლო წლებში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდა. 

„მსგავსი მასშტაბით სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლების შეკრება პირველად გაიმართა და მისი მიზანი იყო განვლილი საქმიანობის შეფასება და იმ სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა, ასევე ღვინის გლობალურ ბაზარზე ჩვენი ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოყალიბება. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, რისი შემადგენელი ნაწილიც კონტრაქტორ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობაა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციების: Colangelo & Partners (აშშ), Meiburg Wine Media (ჩინეთი),  Swirl Wine Group (დიდი ბრიტანეთი), People PR (პოლონეთი), ff.k Public Relations (გერმანია) ხელმძღვანელები და ღვინის მაგისტრი ქესიდი დარტი (ჩინეთი) ესწრებოდნენ.

 „ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ კოლეგებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაფართოოთ ქართული ღვინის ბაზარი მსოფლიო მასშტაბით; ვფიქროთ სტრატეგიებზე, რომლებიც დაეხმარება მსოფლიოს, შეიყვაროს ქართული ღვინო, ისევე როგორც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ განვიხილავთ ახალ მიდგომებს, რომელთა დანერგვაც შეგვიძლია გლობალური მასშტაბით. ჩვენ უნდა გავიგოთ ქართული ღვინის კულტურა და ვიგრძნოთ თავი მის ნაწილად, რომელიც არის  ძალიან ძლიერი, თანამედროვე და დინამიური ღვინის სამყაროსთვის“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა, მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media”  ხელმძღვანელმა დებრა მეიბურგმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ვაშაძე და ბეჟაშვილი გააძევა
აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
იურიდიულ კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს - LIVE

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics