11:10 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 10:11:17, 310 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ განახლება მთავარი ეკონომისტისგან - დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა

დაბალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება და სხვა ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების არგუმენტებია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე, ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე. ამ მხრივ,  შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს.

გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხაზარაძე - მივმართავ ქართულ ბიზნესს - თქვენი სიტყვა გადამწყვეტია - დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!
ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ვაშაძე და ბეჟაშვილი გააძევა
აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics