13:30 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 19:46:49, 355 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
წითლიძე - განხილვა არ აინტერესებთ - ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა, დარბაზიდან გამოაძევეს
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
ჰაკერი - პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის გაუქმება უნდა განიხილოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics