21:27 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 11:00:39, 371 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღოს

უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას.

ლაიენი მოუწოდებს აშშ-ის სენატს, კანონპროექტს კენჭი "რაც შეიძლება სწრაფად უყარონ".

"მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას. უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად",- წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს
ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის
ევროკავშირის პრესსპიკერი - სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics