2020-11-21 10:11:32, 4857 ნახვა
პრეზიდენტი - იმედი მაქვს მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული
მაქვს დიდი იმედი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 2020 წლის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მალე დაიწყება, რადგან პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დამტკიცება. „მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მგონი, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩეველსა და მის სურვილს. ეს პარლამეტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი, ამას ვუსურვებ საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|