2020-11-21 13:02:53, 5664 ნახვა
უსკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩევლის 8.58%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობამ 8.58% შეადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში დაფიქსირდა. „წარმოგიდგენთ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს 12 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. #28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 504-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7.14%-ს. #30-ე უბანზე ხელვაჩაური-წედა-შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 10.78%-ს შეადგენს. ჯამში, 12 საათის მდგომარეობით არის 8.58% აქტივობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ტრადიციულად ქედის ოლქში 13.17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 7.14%“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ფიშერი - ძალადობა და დაშინება მიუღებელია - დემოკრატია მოითხოვს არა ძალადობას
ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით - ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა
ბრიტანეთის საელჩო - მუქარის შემცველ ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|