2021-01-29 13:39:04, 8789 ნახვა
ISFED - ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა დაფიქსირდა
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, 850 „პივიტი“ უბნის გადათვლის შედეგად, მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში დამკვიდრებულია მეტობით დისბალანსის გასწორების მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა განმარტებების საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელახლა გადაგვეთვალა ყველა „პივიტი“უბანი, 850 უბანი, ძალიან დეტალურად სწავლობდა არამარტო პივიტის გუნდი არამედ ისფედის თანამშრომელი, შემიძლია გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს. საქართველოში დამკვიდრებულია მეტობით დისბალანსის გასწორების მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს, არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა განმარტებების საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას. მარტო „ისფედმა“ 160 უბანზე მოითხოვა გადათვლა, თუმცა აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16“, - განაცხადეს „სამართლიან არჩევნებში“. ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან ხაზარაძე - შეიქმნება სპეციალური ფონდი იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
ისრაელის თავდაცვის ძალები - „რკინის გუმბათმა“ რაფაჰიდან გაშვებული 2 რაკეტა გაანადგურა
ხაბეიშვილი - კანცელარიაში დაიბარეს ბიზნესმენები, რომლებსაც მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის - მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს
აპარატი - უჩა აბაშიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|