2024-04-26 21:18:54, 480 ნახვა
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა. ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგარელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|