2024-04-27 16:39:41, 260 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა, სადაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის დავალებით, ნაკადულის კალმახის საშენში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, რაც მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს გახდის. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის ველურ ბუნებაში აღდგენაზე. მსგავსი მეთოდით საქართველოს მდინარეებში წითელი ნუსხის სახეობის მდინარის კალმახის პოპულაცია გაიზრდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მდინარის ქვირითით დათევზიანებაშიც მიიღეს მონაწილეობა. "აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 98-მდე მდინარე მილიონზე მეტი ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|