2024-04-27 19:07:46, 362 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
უნგრეთს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, ჩვენ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კანონის უზენაესობასთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. “ევროპის გაერთიანებამ, ასევე დიდი სტიმული მისცა ეკონომიკას, რადგან ერთიანი ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ორ ათწლეულში ევროკავშირის შიდა ვაჭრობა 40 პროცენტით გაიზარდა, ათ ახალ წევრ ქვეყანაში 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა განახევრდა. დღეს ევროპაში უზარმაზარი ქსელი გადის, რომელიც შედგება მაგისტრალების, სარკინიგზო ხაზების, მილსადენებისა და მონაცემთა გადაცემის კაბელებისგან. ათეულის გაწევრიანებამ მეტი წონა და მნიშვნელობა შესძინა ევროკავშირს. შეიცვალა ჩვენი ხედვაც, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან მიიღეს. მათ ბევრი რამ გვასწავლეს კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესახებ და ამან გაზარდა ჩვენი სიფხიზლე. როდესაც 27 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი ადამიანი ერთად მუშაობენ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. მაგრამ გაფართოების უზარმაზარი სარგებელი გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|