09:50 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 02:15:44, 271 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს

"ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

ისინი შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა, ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები," - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics